ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია.
მათი გადაყვანა საკარანტინო ზონაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს Covid-19 დაუდგინდა. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, მათ შორის იმ ქალაქებშიც, სადაც მამაკაცი გადაადგილდებოდა.
სამივე პაციენტი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს, ინფიცირებული მძღოლი კი თბილისში გადაიყვანეს.