ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ „ფორმულას“ ციფრულ აპლიკაციაზე საუბრობდა, სადაც ყველანაირი სახის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.
მისივე განცხადებით, აპლიკაციის არსებობა მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვისაც, რადგან ნებისმიერი ქვეყნიდან ექნებათ შესაძლებლობა საქართველოში მიმდინარე სიახლეები მაღალ ხარისხში მიიღონ.
„ერთ თემას მინდა შევეხო ეს არის ციფრული აპლიკაცია. თუ ისე განვითარდა მოვლენები, რომ რაღაც მომენტში მოგვიწია მაუწყებლობის შეჩერება, ამ შემთხვევაში გვაქვს აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი მაინც მიიღებს ყველანაირ ინფორმაციას, სახლში დარჩენილი ჟურნალისტებისგან, შემცირებული გადამღები ჯგუფებისგან მიღებული მასალებით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი აპლიკაციაა იმიტომ, რომ სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის სტრიმინგ სერვისი მიიღონ და გაიგონ ყველაფერი თუ რა ხდება საქართველოში კოვიდ 19-თან დაკავშირებით და ზოგადად სხვა ამბებიც“, - განაცხდა ზუკა გუმბარიძემ.