logo
ENG



ზურაბ პოლოლიკაშილი: 10-დან 12 ივნისამდე ვგეგმავთ საკმაოდ დიდ ღონისძიებას საქართველოში

13 მარ 202023:17
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“, ტურიზმის მიმართულებით კორონავირუსისგან გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრა.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადაცემაში განაცხადა, რომ 10-12 ივნისამდე საქართველოში იგეგმება ღონისძიება, სადაც 35 ქვეყნის ტურიზმის მინისტრები განიხილავენ იმ საკითხს თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმის სფერო.

„ჩვენ 10-12 ივნისამდე ვგეგმავთ საკმაოდ დიდ ღონისძიებას საქართველოში, ეს არის ჩვენი აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არის, სადაც 35 ქვეყნის ტურიზმის მინისტრები განიხილავენ წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი და მე ვფიქრობ, რომ თუ ეს შეხვედრა შედგა ეს იქნება ისტორიული მომენტი, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. არის ვარაუდი, რომ ამ პოსტკრიზისული სიტუაციის განხილვა სწორედ საქართველოში მოხდეს“,-განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

 


close დახურვა