ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამი პრიორიტეტი დაასახელა. კანდიდატის სტატუსი, მიხეილ სააკაშვილი და უკრაინა - ამ სამი მიმართულებით იმუშავებს პოლიტიკოსი პარტიაში, რომლის წევრი წარსულში უკვე იყო. ჭიაბერაშვილის დაბრუნებას პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარეც.