logo
ENG



ზურაბიშვილი: არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ ვაპირებ

01 მაი 202017:25
3 წუთის საკითხავი
 
88k25548yf4lp0w.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს.

ზურაბიშვილი ამ ფორმით გამოეხმაურა მოქალაქე მამუკა ჟღენტის მიერ ასევე სოციალლურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გათავისუფლებას აპირებდა.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ამ პიროვნების მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო ცრუ ინფორმაციას. საქართველოს პრეზიდენტი არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს, პირიქით, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გლობალური კრიზისისას, ამ ურთულეს პირობებში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


close დახურვა