logo
ENG



ზურაბიშვილი: ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული

16 ნოე 201910:59
3 წუთის საკითხავი
 
avl2nhbz3m9vtpt.jpg

 

„ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. მისი თქმით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლობლობა, რათა გამოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. პრეზიდენტის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა, ბოლომდე ვერ მივიდა. „ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 


close დახურვა