logo
ENG



ზურაბიშვილი: ეს დღე არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ფეხქვეშ გათელვის დღეა

10 დეკ 202417:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/10/3ppevrb8oez2ijm.png

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ დღევანდელი დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა.

მისივე თქმით, ყველანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ ან მომავალში მიიღებენ მონაწილეობას, საქართველოს ისტორიაში შევლენ.

"ეს დღე ითვლება როგორც ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღე. ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა. ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება საქართველოს ისტორიაში.

ყველანი, ვინც ამაში მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც საქართველოს ისტორიაში უთუოდ შევლენ. ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასდროს დაივიწყებს. რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ.

დღეს არათუ ირღვევა, არამედ ფეხქვეშ ითელება უფლებები: მშვიდობიანი აქციის დაშლა; ცრემლსადენი გაზის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ; ქიმიური ნივთიერების გამოყენება მათ მიმართ; სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც არ ატარებენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს; გამოუძიებელი საქმეები და სისტემური დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ახორციელებენ ამ რეპრესიებს; სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი როგორც დაკავების დროს, და რაც ნიშანდობლივია, დაკავების შემდგომ პერიოდში ეს ყველგან დაგმობილია. სახალხო დამცველმა თვითონ გამოიყენა სიტყვა წამება, ესეც შევა ისტორიაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.


close დახურვა