logo
ENG



ზურაბიშვილი: ვიმედოვნებთ, ბელარუსის ევროპული მომავალი არ დაზიანდება, ვემიჯნებით ძალადობას

17 აგვ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ბელარუსში დემონსტრანტები უკვე კვირაზე მეტია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. 


close დახურვა