logo
ENG



ზურაბიშვილი: ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა

28 იან 202220:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/28/313ixll7ag2ug8a.jpg

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას ამბობს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუმცა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის პოლიტიკაში აღარ არის. სალომ ზურაბიშვილმა ფორმულას ჟურნალისტს ნინო ჟიჟილაშვილს უპასუხა კითხვაზე – აპირებს თუ არა პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილთან "შერიგების" პროცესში ურთიერთობას.

"რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მე ძალიან თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია ბოლო წელიწად ნახევარი გახდა თითქმის, მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეს [შერიგების] პროცესი და შევთავაზე მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო და ამიტომ ჩვენს საუბარს... არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე და საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა, რამდენად წინ წავა და თუ დაპირისპირების დუღილის კოეფიციენტი ჩაცხრება, ამის იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მოიტანს." – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ის ბოლო თვეებში პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავს.


close დახურვა