logo
ENG


ზურაბიშვილი: ოდესის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთი საკუთარ სიტყვებს მნიშვნელობას არ ანიჭებს
  • 957ნახვები

ოდესის დაბომბვა იმ შეთანხმებიდან სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რომელსაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი უნდა უზრუნველეყო, ძალადობის ისეთი ფაქტია, რომელიც უნდა დაიგმოს.

ეს აჩვენებს, რომ რუსეთი მნიშვნელობას არც საკუთარ სიტყვებს ანიჭებს და არც გლობალურ ჰუმანიტარულ და მომარაგების კუთხით არსებულ სიტუაციას. 

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვას.

23 ივლისს უკრაინიდან ხორბლის გატანის შესახებ კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმება სტამბულში დაიდო, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მიზანში არ ამოიღებდა უკრაინის პორტებს, სანამ იქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ. 24 ივლისს რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.



ასევე ნახეთ
close დახურვა