საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, მოლდოვას და მის პრეზიდენტს, მაია სანდუს კი სოლიდარობას უცხადებს.
"ევროპის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობა არის საფრთხე ნებისმიერი ჩვენგანისთვის". - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
Very concerned with the developments in Transnistria. My full solidarity with @sandumaiamd and all of Moldova.
Any attempt of destabilizing more of Europe is a risk for all of us.
25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. 25 აპრილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის "დედაქალაქ" ტერასპოლში ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას. 26 აპრილს კი 2-მა აფეთქებამ სოფელ მაიაკში საბჭოთა პერიოდის რადიო ანძები დააზიანა.
26 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს, რამაც შესაძლოა, მოქალაქეებს შორის მსხვერპლიც გამოიწვიოს.
დნესტრისპირეთი უკრაინას ესაზღვრება. ის მოლდოვის ტერიტორიაა, რომელიც 1992 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მას სეპარატისტული "ხელისუფლება" მართავს. დნესტრისპირეთში 470 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ რუსეთს 1500 სამხედრო ყავს განლაგებული, რომელთაც "სამშვიდობოებს" უწოდებს, თუმცა, არის ეჭვი, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ.