logo
ENG



ზურაბიშვილი ანა ფოტიგას პასუხობს - მე არ შემიწყალებია პოლიტპატიმრები

18 მაი 202022:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროდეპუტატ ანა ფოტიგას პასუხობს და სთხოვს მას, გაითვალისწინოს კონკრეტული გარემოებები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე კომენტირებისას.

„კონკრეტულები რომ ვიყოთ, მე არ შემიწყალებია პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. მადლიერი ვიქნებოდი, ეს ფაქტი რომ გაგეთვალისწინებინათ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა ფოტიგა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილისა და  გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიესალმება პოლიტიკური პატიმრრების შეწყალების აქტს.


close დახურვა