logo
ENG



ზურაბიშვილი არჩევნებზე: ესაა ერთგვარი რეფერენდუმი, მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა

06 მარ 202423:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/06/cdqd4ai3tko92r7.jpg

მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა ამ არჩევნებში. ამჯერად, ეს არჩევნები არ არის რომელიმე ადამიანის თუ პარტიის არჩევანი, ეს არის არჩევანი ევროპის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი და მე მგონი, დიასპორაში ვინც ცხოვრობს, ვინც უყურებს საქართველოს და ვისაც გაუჩნდა იმედი, რომ ეს ქვეყანა პერსპექტიულია, მართლაც გახდება ევროპის ნაწილი და მათთვის გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაცაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ვიცი, რომ რთულია, ძალიან ბევრი შეზღუდვები არსებობს ამ გზაზე. ჩვენ ვცდილობთ და ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება გავამარტივოთ არჩევნებში მონაწილეობა. ბარიერი აქვთ ის დღე, რაც არჩეულია კონსტიტუციით, შაბათია, ასევე ის, რომ შორს ცხოვრობენ, რეგისტრაცია როგორ გაიარონ ამ ინფორმაციის ნაკლებობა. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. მომავალ კვირას მე მექნება პირდაპირი საუბარი სკაიპით ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან უცხოეთში. ეს ყველას საქმეა, რომ ჩვენ ვისაც ვიცნობთ უცხოეთში, ვუთხრათ, რომ ან აიღეთ ბილეთი, ვისაც შეგიძლიათ და ჩამოდით, ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება ჩამოსვლა, რომ შენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტო ან ადგილზე, როგორც შეძლებთ მაქსიმალურად მობილიზაციით. თქვენი ქვეყნის ბედი არის ამ წელს ნამდვილად არჩევნების ყუთში.


close დახურვა