logo
ENG



ზურაბიშვილი ზელენსკის განცხადებაზე: სიმტკიცე საუკეთესო გზაა მშვიდობის უზრუნველსაყოფად

11 ივლ 202318:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/shyykx6j99pd31l.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ზურაბიშვილის თქმით, სიცხადე, მონდომება და სიმტკიცე არის საუკეთესო თავდაცვა.

"სიცხადე, მონდომება და სიმტკიცე არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მუდმივი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი.

დღეს ზელენსკიმ Twitter-ზე უკმაყოფილება გამოთქვა სიგნალების გამო, რომელთა მიხედვით, მისი თქმით, NATO-ს სამიტზე უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება. 

მისი თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული უკრაინის NATO-ში მიწვევისა და წევრობისთვის. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ღიად ისაუბრებს იმის თაობაზე, რომ გაურკვევლობა სისუსტეა, რომელიც რუსეთს ეხმარება.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს იმართება.


close დახურვა