logo
ENG



ზურაბიშვილი პეტიციაზე: თსუ-ის რექტორი სტუდენტებს უფლებას არ აძლევს, რომ მაგიდები გაშალონ

30 ნოე 202311:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/30/qfjxjefgwiimw74.jpg

მე ვიყავი სოფლებში და ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როდესაც ადგილზე ჩადის, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როდესაც ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის მხოლოდ ერთი - ევროპული გზა. არანაირი სხვა შიდაპოლიტიკური ძახილები იქ არ არის. კიდევ უარესი, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის. არც ის მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას, რომ მაგიდები გაშალონ და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებაზე. თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და არაპოლიტიკური, იმ გაგებით, არ არსებობს. ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლება, რადგან ეს არის პოლიტიკური ღონისძიება.


close დახურვა