სალომე ზურაბიშვილი სენატორებთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეუფერებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას იმ სენატორებთან, რომლებმაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ განცხადებები გააკეთეს, პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა, აპირებს რომ თავშეკავება ყველას კატეგორიულად მოთხოვოს.
"არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არაა ჩემი დონე, თუ არ შევხდები რომელიმე კონფერენციაზე. ვაპირებ, რომ ძალიან კატეგორიულად, ახლა მაქვს ამის ყველანაირი უფლება, რომ ყველას მოვთხოვო რომ თავისი მხრიდანაც გამონახოს თავშეკავება. ეს იქნება აუცილებელი და ამას მივყვები, ეს იქება "ტვიტერის" პასუხებით თუ პირადი კონტაქტებით",-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზეც. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნამდეც საქართველოს უკრაინასთან უკვე დაძაბული ურთერთობა ჰქონდა.
"ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ, არ გეუბნება რომ ამ ნაბიჯს გადადგამს და ბოლო-ბოლო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია. გაფრთხილება ესაა მინიმუმი ამ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა. ასე რომ მე ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული და ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური. იყო მოზომილი რეაქცია, მე დიპლომატი ვარ და ვიცი ეს ენა, ეს იყო ნორმალური რეაქცია, რაც ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო",-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.