logo
ENG



ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: გამარჯვება, რაც ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს

25 მარ 202202:05
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: გამარჯვება, რაც ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ეხმაურება და მასზე წერს, რომ "დიდი გამარჯვებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს". ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მოსახლეობის მიერ წარდგენილი 370 ინდივიდუალური საჩივარი დაუშვებლად ცნო. 

"დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალური. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები იმაზე, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი რუსეთის მხრიდან აქტიურად იბომბებოდა.

 


close დახურვა