logo
ENG



ზურაბიშვილმა და სალივანმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

11 მარ 202311:45
3 წუთის საკითხავი
 
bbc

თეთრი სახლის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მათ, ასევე, ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადვოკატირებაზე ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის შესახებ რეფორმების მიღწევისთვის, რაც აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობასთან დასაახლოებლად. შეხვედრის თემა იყო ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტიც, რომელიც მმართველმა პარტიამ პროტესტის შემდეგ ჩააგდო.

"მათ, ასევე, განიხილეს მათი საერთო შეშფოთება კანონპროექტებზე, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგისტრაციასა და სტიგმატიზაციას გარე დაფინანსების მიღების გამო, რამაც შესაძლოა, შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობოს მნიშვნელოვანი საქმიანობა. ისინი მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე განიხილეს, რომ აუცილებელია, რუსეთმა იგრძნოს აშშ-ისა და 30-ზე მეტი მოკავშირისა თუ პარტნიორის კოალიციის მიერ დაწესებული სანქციების სიმძიმე, რათა პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში მის მიერ წამოწყებულ ომზე. სალივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, საქართველო არ გახდეს სანქციების გვერდის ავლის ან თავიდან არიდების გზა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გუშინ, 10 მარტს შეხვდა.


close დახურვა