logo
ENG



თაბაგარი: ფალავანდიშვილმა და მომხრეებმა ქვიარ აქტივისტებს გუშინაც ბანერი ჩამოახსნევინეს

24 მაი 202113:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/24/tqpub7vxpq0lwfp.jpg

თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი წერს, რომ გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ფალავანდიშვილებმა და მისმა მომხრეებმა ქვიარ აქტივისტებს ბანერი ჩამოახსნევინეს.

"გუშინაც ქვიარ აქტივისტებს ბანერი ჩაადებინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ფალავანდიშვილებმა და მისმა მხარდამჭერებმა. ძალიან ცუდია ეს! ნამოხვანის აქციას ჭრელი ჯგუფები უჭერენ მხარს და სამწუხაროა, რომ ასეთი ველურები აზიანებენ ქოზს", - წერს თაბაგარი.

მისივე თქმით, როგორც ცნობილია, ბანერზე ეწერა "ქვიარები რიონის ხეობის მხარდასაჭერად".

რესპუბლიკის მოედანზე თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტ სამკლაურის გამო, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა