შემთხვევა საქართველოს საელჩოსთან ახლოს მაშინ მოხდა, როცა დიპლომატი საელჩოს მძღოლთან ერთად ქუჩაში მანქანით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ თავად თეიმურაზ ლეჟავა ავრცელებს, მცირე ვიდეოსთან ერთად. ტოკიოს ქუჩაში მომხდარ თავდასხმაზე წერს იაპონური მედიაც. ელჩი ვერ აკონკრეტებს, იყო თუ არა მომხდარი გამიზნული ძალადობა. მედია იუწყება, რომ დიპლომატი საელჩოს მახლობლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კი ერთი კაცი გადმოვიდა, რომელმაც ლეჟავას ყვირილი დაიწყო. მოგვიანებით თავდამსხმელი მანქანას მიუახლოვდა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა. არც ერთი დაშავებულა. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
თავდასხმა იაპონიაში საქართველოს ელჩზე
14 ივლ 202320:56
3 წუთის საკითხავი
