მექსიკაში თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა. დაიჭრა სამი სამართალდამცველი. უბედური შემთხვევა მიჩოაკანის შტატში მოხდა. შეიარაღებული პირები პოლიციელებს ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯავშნილი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.
