logo
ENG



თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები 20 ივნისის აქციას უერთდებიან

20 ივნ 202201:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/20/uy9smmn2b202d9g.jpg

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები 20 ივნისის აქციას უერთდებიან.

მათი თქმით, იდგებიან იქ, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი წყდება.

"ჩვენი მთავარი ღირებულებებია: "ცოდნა, შრომა, თავისუფლება", შესაბამისად, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები ვუერთდებით აქციას "შინ ევროპისკენ".

დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვიდგებით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი წყდება.

ხვალ, 20 ივნისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ფილარმონიასთან, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის შენობისკენ", - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

აქციას ასევე უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისჯიპასსაქართველოს უნივერსიტეტისკავკასიის უნივერსიტეტისსაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა