რა ბედი ელით ომს გამოქცეულ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც თავშესაფარს ჩვენს ქვეყანაში ეძებენ, მაგრამ, როგორც ირკვევა, ღია ცის ქვეშ რჩებიან. უკრაინელმა დევნილებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს ბათუმში. ისინი ხელისუფლებას სასტუმროებიდან გამოსახლების პერიოდის გადავადებას სთხოვენ. ამბობენ,რომ წასასვლელი არსად აქვთ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა განმარტა, რომ საკითხის მოგვარებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს.
თავშესაფრის გარეშე დარჩენის საფრთხე
29 ივლ 202220:50
3 წუთის საკითხავი