თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გამო, ფინეთი რუსეთთან საზღვარზე მდებარე ზოგიერთი პუნქტის დახურვას განიხილავს. ამის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, აგვისტოდან შემდეგ რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ფინეთის მთავრობა რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს.
ფინეთი და რუსეთი შესაბამისი დოკუმენტების გარეშე მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის შეზღუდვაზე წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ, თუმცა, ფინეთის მთავრობის აზრით, რუსეთმა დაიწყო შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე პირების სასაზღვრო ზონამდე დაშვება.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საკითხს "სერიოზულად უნდა მიუდგნენ და დაიცვან საზღვრის უსაფრთხოება". ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კონკრეტულად არ იცის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ფინეთის ბოლო დროინდელ ნაბიჯებთან იყოს დაკავშირებული, კერძოდ, მისი თქმით, "შესაძლოა რუსეთში ფინეთის საქმიანობაში რაღაც აღიზიანებთ".