logo
ENG



თაკო ჩარკვიანი: უთავმოყვარეო ადამიანებით სავსე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ

01 ნოე 202004:56
3 წუთის საკითხავი
 

პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თუკი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგა, ის პარლამენტში არ შევა. 

"მე პირადად უთავმოყვარეო ადამიანებით სავსე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ. რა ჯანდაბა მინდა? მე სურვილი მქონდა, შევსულიყავი და ცვლილება მომხდარიყო რეფორმების, აბა ახლა პარლამენტში დეპუტატობა მინდოდა? ვერ მოვახერხე ამ ასაკამდე დეპუტატობა?", - თქვა თაკო ჩარკვიანმა. 

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების დაწყების მომენტიდან, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. 

ამ დრომდე დათვლილია საარჩევნო უბნების 37%. წინასწარი შედეგებით: 

ქართულ ოცნებას აქვს - 51,68%

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 24,31%

ევროპულ საქართველოს - 3,95%

პატრიოტთა ალიანსი - 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი - 2,88%

ლელო - 3,02%

გირჩი - 2,64%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,25%

ლეიბორისტული პარტია - 0,99%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,79%


close დახურვა