logo
ENG



თალაკვაძე: გახარია იმსახურებს, რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს

20 ივნ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია ქართული ოცნების სიის პირველ ნომრად ყოფნას იმსახურებს. განცხადება თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა.

თალაკვაძის თქმით პანდემიასთან ბრძოლის დროს გიორგი გახარიამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეკავება უზრუნველყო, რის შედეგადაც ქვეყანა დროულად დაუბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით ივლისი-აგვისტოს თვეში გახდება ცნობილი.

„ვფიქრობ, ის იმსახურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა ეს გუნდის მისაღები გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებას ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, როცა ქვეყანა ფაქტობრივად ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა Covid-19-ის გამო, მან პროცესების ეფექტური მართვა უზრუნველყო. მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა“, - განაცხადა თალაკვაძემ.


close დახურვა