logo
ENG



თალაკვაძე: დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია ვადამდელის მოთხოვნას შეუერთდება

14 აპრ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია ვადამდელის მოთხოვნას შეუერთდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, გიორგი გახარიას გუნდი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას შეუერთდება, რადგან "ისინი პრაქტიკულად გადავიდნენ ოპოზიციაში". 

"ოპოზიციის მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას აწყობს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია, როდესაც ის ჩამოყალიბდება, შეუერთდება ამ მოთხოვნას. 

ჩემი მოლოდინი ასეთია, თუმცა რიგგარეშე არჩევნები საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცარიელი ბრალდება. მთელი ეს პროცესი დაიწყო სწორედ რიგგარეშე არჩევნების გაყალბების ბრალდებით და შემდეგ ოპოზიციამ ბევრი ნაბიჯით უკან დაიხია", - ამბობს თალაკვაძე.

ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის მოტივით პარტია დატოვა. 

კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ. 

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. 

 


close დახურვა