logo
ENG



თალაკვაძე: მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები

22 მარ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე შესაძლო სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუსობს, რომ ნებისმიერ ფორმატში განიხილავენ უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს.

"საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ და ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია. თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ასეთი დამატებითი გარანტიები საჭირო იქნება საქართველოსთვის.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გრძელვადიანი გარანტიები", - თქვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 


close დახურვა