logo
ENG



თალაკვაძე: საზოგადოებას, საშუალება ექნება პრემიერისგან სრულფასოვანი ანგარიში მოისმინოს

21 მაი 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, საზოგადოებას საშუალება ექნება პრემიერ-მინისტრისგან სრულფასოვანი ანგარიში მოისმინოს.

„პარლამენტს ექნება შესაძლებლობა და საზოგადოებას, რომ მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში და ნახოს სრულფასოვანი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და მომდევნო სასესიო კვირაში 27 მაისს პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


close დახურვა