ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პარტიორებისგან ვიღებთ, როგორც მეგობრების რჩევებს, შეფასებებს - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადამ კინ ზინგერის განცხადებას მიმდინარე მოვლენებათან დაკავშირებთ. მისივე თქმით, სამომავლო გეგმებზე პარტნიორები ინფორმირებულები იქნებიან.
"ჩვენთვისაც სამწუხაროა, რომ ვერ მიიღო საკმარისი ხმები ამ ინიციატივამ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პარტიორებისგან ვიღებთ, როგორც მეგობრების რჩევებს, შეფასებებს და შემდგომი პროცესი იქნება ის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას",- აცხადებს თალაკვაძე.