ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აცრებში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დილის მონაცემებით სულ აცრილია 18 ათასამდე მოქალაქე.
"1 500-ს გადააჭარბა ყოველდღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ. ჯამურად დილის მონაცემებით, აცრილია 18 000-მდე მოქალაქე და პროცესი გაგრძელდება", - ამბობს თამარ გაბუნია.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო.
ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ. ასევე, საქართველომ ჩინური ვაქცინა სინოფარმი მიიღო, თუმცა მისი გამოყენება იქამდე არ დაიწყება, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ლიცენზიას არ მიიღებს.