ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა.
ინფორმაცია ჟვანიას დანიშვნის შესახებ IFES-ის საიტზე უკვე წერია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მას არჩევნების სფეროში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს.
თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის 30 ივნისს დატოვა. მას თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, როგორც თავად თქვა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.
მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
გადადგომამდე 1 კვირით ადრე ჟვანია ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.
თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.