logo
ENG



თამაში ხალხის ფულით - დროება

12 ნოე 202320:57
3 წუთის საკითხავი
 

აზარტული თამაშები, როგორც მარტივი ფულის შოვნის მეთოდი. ოცნების მორიგი პოპულისტური ნაბიჯი, რომელსაც ხალხზე ზრუნვით ფუთავენ. რას ემსახურება ღარიბაშვილის მორიგი ინიციატივა, რის მიხედვითაც აზარტული თამაშების ბიზნესს მოგების გადასახადი ისევ ეზრდება. მაშინ როდესაც პირველად აზარტული თამაშების რეკლამა აკრძალეს, ცხადი იყო, რომ მთავარ სამიზნეს კრიტიკული მედიისთვის ისედაც მწირი ფინანსური რესურსის მოსპობა წარმოადგენდა, თუმცა მაშინაც და ახლაც ხელისუფლება ამ ყველაფერს ხალხზე ზრუნვით ხსნის. ეს სიუჟეტი არ არის აზარტული თამაშების რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, ჩვენ ხელისუფლების მორიგ პოპულისტურ გათვლებზე მოგიყვებით, რომელიც ამ შემთხვევაში სწორედ ამ სფეროს ეხება. დროება ხალხის ხარჯზე იოლი ფულის შოვნის საოცნებო აზარტზე.


close დახურვა