„აღიარება მთავრობას სჭირდებოდა რათა გააპრავონ თავიანთი ქმედება, იმიტომ რომ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული“-აღნიშნული განცხადება, 20 ივნისის ღამეს დაკავებულმა, ბესიკ თამლიანმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.
თამლიანმა გადაცემაში 20 ივნისი ღამეზე ისაუბრა, და განაცხადა, რომ იმ ღამეს აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული.
„ის პირები, ვინც იქნა განთავისუფლებული, ბოლო სამი ადამიანი, ვის ნაკადშიც ვიყავი, მე მაშინ ბიჭებსაც ვუთხარი და ასეც მოხდა, მაგათი აღიარებული ჩვენება მე დამხვდა წინ, და ეს იყო პროკურატურის მიერ წაყენებული როგორც მტკიცებულება. ეს იყო მათი მიზანი და ცოტა უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, აღიარება მთავრობას სჭირდებოდა რათა გააპრავონ თავიანთი ქმედება, იმიტომ რომ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული. მათ უნდათ რომ ერთი მეორეს მიყოლებით 10 კაცი დაიჭირონ აქედან ერთს აიძულებენ, რომ აღიაროს და საერთო ჯამში უნდათ დამტკიცდეს, რომ ის ბრალდება რაც ჩვენ წაგვიყენეს ის გააპრავონ, მე ასე ვუყურებ ყველაფერს“,-განაცხადა ბესიკ თამლიანმა.
შეგახსნებთ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი თავისუფალია. მან საპატიმრო 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. მას ბრალი ჯგუფურ ძალადობაში ედება. სამოქალაქო აქტივისტი ბრალს არ აღიარებს და ახლა სარჩელს ამზადებს.