logo
ENG



თანასწორობა: აუცილებელია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად დაგმონ აქტივისტებზე ძალადობა

24 მაი 202117:43
3 წუთის საკითხავი
 
თანასწორობა: აუცილებელია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად დაგმონ აქტივისტებზე ძალადობა
ვახო ქარელი/ფორმულა

თანასწორობის მოძრაობა მოუწოდებს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს, ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები და გაემიჯნონ რადიკალურ ჯგუფებს.

"თანასწორობის მოძრაობა მხარს უჭერს რიონის ხეობის მცველების სამართლიან პროტესტს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს. გვჯერა, რომ პროტესტის მიზანი საერთო კეთილდეობის მიღწევაა და არა საზოგადოების დანაწევრება, პოლარიზება.

აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას", - ამბობენ ორგანიზაციაში.

ისინი, ასევე, მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება, გაატარონ ეფექტიანი ზომები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მოძალადეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროპორციული საშუალებები გამოიყენონ.

24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავდასხმის მიზეზი ლგბტ სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ  აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.


close დახურვა