ძალზედ ნათელია რასაც ივანიშვილი აკეთებს. ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება, ჩემი აზრით, ქოცებისთვისაც ნამეტანია.
ისევ ძველი ვერსია - უკრაინა, თავისიანებმა გაწირეს…გამოძიება დაწყებულიც არ იყო, ტერაქტიდან წუთები იყო გასული, როცა ეს ვერსია შემოაგდო მთავრობამ.
ახლაც, დღეების წინ უკვე დააანონსა კობახიძემ იგივე - უკვე იცოდა, როგორც ჩანს, რომ ხეჩუაშვილს "დააკავებდნენ".
ახლა თავისივე დარჩო ხეჩუაშვილს თანხას ჩაახუტებენ. ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და ა.შ. დამავალაო.
მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ. სულ რაღაც ორ თვეში მოვა ის დრო, ყველაფერი რომ ცხადად გამოაშკარავდება.
მოთმინება მაქვს. ამ წარმოდგენის მსახიობებმა იდარდონ თავის ბედზე...
PS. მაშინ მთელი პროპაგანდა ხეჩუაშვილის მამის ერთმა კომენტარმა ჩამოუქცია - რა კიევი, რის კიევი - მოსკოვში დადიოდაო.