logo
ENG



თარხნიშვილი კალაძის საქმეზე: არ მაქვს იმედი რომ შსს ან სასამართლო ადეკვატურ ზომებს მიიღებს

06 ივნ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

5 ივნისს, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში, სამოქალაქო აქტივისტებისა და თბილისის მერის დაპირისპირებას ოპოზიციაში აფასებენ. მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტების თქმით, ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი მეთოდის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

„ევროპული საქარველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ სამართალდამცავი უწყებები ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ.

„ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა და ორმაგი სტანდარტი - ეს არის ქართული ოცნების დამახასიათებელი ნიშნები ბოლო 8 წლის განმავლობაში. იძალადა ქალაქის მერმა, პოლიტიკურმა ფიგურამ, მართალი რომ გითხრათ იმის იმედი, რომ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო,  სასამართლო, ადეკვატურ ზომებს მიიღებს, ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

საკრებულოს წევრი, ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ეს საქმე იქნება ერთგვარი ტესტი მართლმსაჯულებისთვის, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის მაისური ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თავის დროზე დავით ლორთქიფანიძის პიჯაკი იყო.

„როცა მაღალ ტრიბუნაზე დადგება ევროსაბჭოში, აუცილებლად შევახსენებთ ამ კრიმინალურ გარჩევას მოქალაქესთან. მოქალაქესთან, რომელმაც ძალიან მარტივი შეკითხვა დასვა და ამ შეკითხვას ვსვამთ ჩვენც: რა ხდება დიღმის ჭალებში?  თუმცა პასუხს ვერ ვიღებთ. მეორე მხრივ, ეს იქნება ტესტი მართლმსაჯულებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის მაისური და ისეთივე მნისვნელოვანი არის თუ არა, როგორც დავით ლორთქიფანიძის პიჯაკი იყო თავის დროზე“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

შეახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებსა და თბილისის მერს შორის დაპირისპირება 5 ივნისს, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მერს ძალადობაში ადანაშაულებენ, მერისთვის აქტივისტების ბრალდებები მიუღებელია.


close დახურვა