logo
ENG



თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწა ჩამოწვა - მოძრაობა აკრძალულია

09 ივნ 202210:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/o6wp5tppmr2l5h4.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწა ჩამოწვა, რის გამოც მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში) ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე", - ნათქვამია საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციაში. 


close დახურვა