logo
ENG



თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა

12 აპრ 202210:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/d5i80w7nkl4jckp.jpg

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა.

"დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა", - ამბობენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს სკოლებში 426 უკრაინელი ბავშვია ჩარიცხული.

სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.


close დახურვა