თბილისის წყალსაცავში დიდი რაოდენობითაა ეშერიხია კოლი - იგივე ნაწლავის ჩხირი. სპეციალისტების თქმით, არსებული რაოდენობა დაავადებების გამომწვევია.
წყლის დაბინძურების შესახებ ალტერნატიული ანალიზის უახლესი შედეგებს საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანი მებაღეები" ავრცელებს.
"მილი, რომლის დიამეტრი დაახლოებით ერთი მეტრია, იქ სპეციალური სამუშაოების გარეშე ვერ მოხვდებოდა. გასარკვევია, რა ხარისხის მილებით მოგვეწოდება წყალი. შესამოწმებელია რეზერვუარის ხარისხიც" - ამბობს "პარტიზანი მებაღეების" წევრი ნატა ფერაძე.
ირკვევა, რომ უკვე ერთი წელია, მილიდან კანალიზაცია ზღვაში ჩაედინება. განმარტებები თბილისი მერიაში მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა,რომ შესაძლოა თბილისის მესამედი დაბინძურებულ წყალს მოიხმარდეს. მერიამ წყლის მილი ორი დღის წინ დალუქა.