logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალი: კლინიკაში საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტებია მოთავსებული

29 აპრ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია კლინიკაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფში 44 პაციენტია მოთავსებული. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"სიმძიმეს რაც შეეხება, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაცინეტებია. ვისაც ჰქონდა პათოლოგიები, ისინი გადაიყვანეს სომატურ კლინიკებში, ხოლო ვისაც პათოლოგოიები არ აღენიშნებათ, ისინი საკარანტინე ზონებშია გადაყვანილი. გუშინ გაეწერა 38 პაციენტი და ამდენივე მივიღეთ. ტესტი დღეს დილით დაწყებულია საკარანტინე ზონაში გადაყვანილი პირველი ცვლის ადამანიანებთან. ტესტირება უტარდებათ როგორც პესრონალს, ასევე პაციენტებს. მედპერსონალი, ვინც ცვლაშია და ხვალ ჩაანაცვლებს, მათაც თავიდან ჩაუტარდებათ. ჩვენი პერსონალიდან საკარანტინე ზონაშია 27 ადამიანია",-აცხადებს მარეხი ბექაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 517 ადამიანია დაინფიცირებებული. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვირუსისგან 168 ადამიანი გამოჯანრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 549 პირი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. 


close დახურვა