თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 53 პაციენტი მკურნალობს. 31 პაციენტზე გუშინ უარყოფითი პასუხები მოვიდა და როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, მათ სხვა კლინიკებში გადაანაწილებენ.
რაც შეეხება პაციენტთა მდგომარეობას, უმეტესობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება რამდენიმე ადამიანი, მართვით სუნთქვაზე კი 2 მათგანია. პაციენტთა ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის 589 შემთხვევა ფიქსირდება. 589 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 215 პაციენტი, გარდაცვლილია - 8. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5066 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 528 პაციენტი.