logo
ENG



თბილისის რაიონებსა და ზოგ რეგიონს დენი არ მიეწოდება, მიზეზი, სავარაუდოდ, სისტემური ავარიაა

17 მარ 202100:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/17/lz4n9d560sy876i.jpg

თბილისის ნაწილსა და ზოგ რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თელასში, ჯერჯერობით, არ აქვთ ინფორმაცია, რა მასშტაბისაა პრობლემა. კომპანიაში ფორმულას განუცხადეს, რომ სისტემური ავარიაა და თელასს ელექტროსისტემიდან არ მიეწოდება ელექტროენერგია.

"სისტემური ავარიაა, როგორც ვიცი რეგიონებშიც არ არის. ელექტროსისტემიდან არ მოგვეწოდება ჩვენ, სისტემის შემადგენელი ნაწილია თბილისი. თუ მოგვაწოდებენ, ჩვენც მივაწვდით მომხმარებლებს, გავანაწილებთ", - აცხადებენ კომპანიაში. 

განახლება: ენერგოსისტემა განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "მესხეთი" გამოირთო, რის გამოც შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. მათივე ცნობით, ამის შედეგად, ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა", - აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში. 


close დახურვა