თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ-19-ის პანდემიის გადაუდებელ ცენტრად იქცა. საავადმყოფოში პაციენტებს კონსულტაციას სპეციალისტები გაუწევენ და დიაგნოსტიკის შემდეგ, თავად გადაამისამართებენ ან თვითიზოლაციაში ან კარანტინში, მძიმე შემთხვევაში კი შესაბამის კლინიკაში.
ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სპეციალური ემერჯენს მომსახურების ცენტრის გახსნა დედაქალაქში დროული და აუცილებელია.
პაციენტთა საგანგებო მიღებისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი უკვე ემზადება. საავადმყოფოში განმარტეს, რომ პაციენტთა დაყოფა და სხვადასხვა კლინიკებში გადამისამართება მათი სიმპტომებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიხედვით მოხდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოქალქეებს მოუწოდებს, რომ მოქალაქეებმა ემერჯენსის საგანგებო ცენტრს, ოჯახის ექიმის კონსულტაციის, მწვავე რესპირატორული სიმპტომებისა და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მომართონ.
ემერჯენს ცენტრი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების მქონე საეჭვო პაციენტებს უახლოეს დღეებში მიიღებს. გაიხსნება თუ არ ანალოგიური ცენტრები საქართველოს რეგიონებში ჯერჯერობით უცნობია. ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები კი მოქალაქეებს სახლში დარჩენის, და ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ.