logo
ENG



თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ

11 მაი 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებირივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი თქმით, ამ შეზღუდვით ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები ქმნება.

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ჟღენტი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ შეზღუდვებია დასაწესებელი, უნდა დაწესდეს რეგულაციები და ისე ამოქმედდეს ტრანსპორტის მოძრაობა.

„არ გააჩნია ყველას იმის საშუალება, რომ ტაქსებით გადაადგილდნენ. მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს, შესაბამისად, დაადგინონ უსაფრთხოების წესები, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილების კუთხით არ შეექმნათ პრობლემა“, - აცხადებს ჟღენტი.

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მეტროსადგურსა და ავტობუსების გაჩერებებზე სადეზინფექციო ხსნარი და პირბადეები უნდა დარიგდეს.

„დედაქალაქის მერმა უნდა იმოქმედოს ძალიან სწრაფად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნას და ადამიანებს გადაადგილების საშუალება მიეცეთ იმიტომ, რომ ისედაც უკიდურეს გაჭირვებაშ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ტაქსით გადაადგილება უჭირთ. ასევე მნიშვნელოვანია, დედაქალაიქს მერმა უზრუნველყოს სადეზინფექიო ხსნარები, პირბადეები, მათ შორის გაჩერებებზე. იქნება ეს მეტროსადგურის ჩასასვლელები თუ ავტობუსების გაჩერებები, სადაც მარტივად შეიძლება სადეზინფექციო ხსნარის დაკიდება და მეტროში დამატებით ხსნარის გარდა, პირბადეებისა და ერთჯერადი  ხელთათმანების დარიგება“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

თემაზე კომენტარს არ აკეთებენ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

 


close დახურვა