სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე სასწრაფო დახმარების ექიმზე საუბრობს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
გოგიტიძის განცხადებით, ექიმს კორონავირუსი მისი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება. დაინფიცირებული ექიმის ბოლო სამუშაო დღე 31 მარტი იყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორთაჭალის ფილიალში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები თვითიზოლაციაში იქნებიან გადაყვანილი.
"ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ და მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს. ანუ მისი სიმპტომების გამოვლენიდან რამოდენიმე დღეა გასული და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების დაინფიცირების რისკი დაბალი იყო, თუმცა ჩვენ პრევენციული ზომებიდან გამომდინარე ყველა ის პირი ვისთანაც დაინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი გადავა თვითიზოლაციაში“, - განაცხდა ამირან გოგიტიძემ.