თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამია პროცესი, რომელიც რუსთავი-2-ის საქმეს უკავშირდება. ამ დროისათვის, სასამართლოს შესავალი სიტყვით, თავად ნიკა გვარამია მიმართავს. შესავალი სიტყვა გვარამიამ საქმის ზოგადი შეფასებით დაიწყო, მისი განცხადებით, საქმე არის მთლიანად პოლიტიზირებული, გვარამიამ ასევე პროკურატურა არაკომპეტენტურობის გამო გააკრიტიკა. „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა შესავალ სიტყვაში ასევე ისაუბრა, კომპანიის ფინანსურ პრობლემებზე, გვარამიას თქმით ქიბარ ხალვაში სარჩელის საფუძველზე დადებულმა ყადაღამ კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები შეუქმნა და მისი თქმით, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად მას პირადი რესურსების გამოყენება უწევდა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
გვარამიას ბრალად ედება, „რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გვარამიას ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გარდა ამისა, მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. ზურაბ იაშვილს, მას ბრალად ედება კომერციული მოსყიდვა - მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კახა დამენიას კი გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, მასაც 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.