თბილისში, ერთ-ერთ გარეუბანში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი ჩვილი გლდანულაში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ადგილობრივებმა გამთენიისას აღმოაჩინეს.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.