logo
ENG



თბილისში შსს-ს თანამშრომელი მოკლეს

08 იან 202313:35
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში გუშინ შსს-ს თანამშრომელი მოკლეს. ფორმულას ინფორმაციით, დაღუპული თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე შეყელაძეა.

ფორმულას ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.

არსებული ცნობებით, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა და დაღუპულს ყოფილმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.


close დახურვა