logo
ENG



თბილისში ცხოველების დასაცავად აქცია იმართება

18 ივნ 202320:26
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში ცხოველების დასაცავად აქცია იმართება
ფოტო: ვახო ქარელი

თბილისში, პარლამენტის წინ ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მთავარი მოთხოვნაა ცხოველებზე ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯა. გარდა ამისა, ისინი კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

მათი თქმით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და მნიშვნელოვანია ამ თემის გააქტიურება.


close დახურვა